მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრა თურქეთის საზღვაო სამიტის ფარგლებში გაიმართა. საუბარი შეეხო საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმებს, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესსა და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა საზღვაო უსაფრთხოების, მეზღვაურთა მხარდაჭერის, ციფრული ტრანსფორმაციისა და საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი საზღვაო ჰაბის როლის გაძლიერების საკითხებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში, როგორც შუა დერეფნის საკვანძო ქვეყანაში სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, საპორტო სექტორში. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო საკუთარ გეოგრაფიულ უპირატესობას თანამედროვე, საიმედო და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად აქცევს და 2032 წლისთვის ქვეყანა გეგმავს დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციაში, რაც მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, საგზაო და ციფრული მიმართულებების ერთიან განვითარებას.

ამ კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. თამარ იოსელიანის თქმით, პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს უკვე აქტიურად ახორციელებს საერთაშორისოდ აღიარებული ბელგიური კომპანია Jan De Nul და 2029 წლისთვის, პირველი ფაზის დასრულებისას, პორტის გამტარუნარიანობა მინიმუმ 600,000 TEU იქნება, რაც ქვეყანას Panamax-ის კლასის დიდი გემების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

აღინიშნა, რომ შუა დერეფნის გაძლიერება პირდაპირ უწყობს ხელს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრად და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

IMO-ს გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს საზღვაო სექტორში ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 205 სტატია.

  • "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ნედლეული ადგილზე გადამუშავდეს" - მინისტრმა მარნეულის ქარხანა დაათვალიერაBM.GE
  • იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პუტინის ვიზიტი სადავო იტურუპზე მკაცრად გააპროტესტაფორმულა
  • სპორტის მინისტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცარუსთავი 2
  • 29 მილიონიანი ტენდერი ყოფილი მინისტრის დაფუძნებლ კომპანიას? - რა ეჭვებს აჩენს ტენდერის ქრონოლოგიატვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

იმედი

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

იმედი

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

იმედი

გიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, მართალია, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა