მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველოს რკინიგზაში სრული განახლება იწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველოს რკინიგზაში სრული განახლება იწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველოს რკინიგზაში სრული განახლება იწყება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს რკინიგზა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პრიორიტეტულია. კომპანიის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები შეაჯამა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ შემუშავებულია კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც სამ საკვანძო მიმართულებას ეფუძნება: ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატვირთო გადაზიდვების გაძლიერებას და სამგზავრო მიმართულების მოდერნიზაციას. თითოეული მიმართულება უზრუნველყოფილია დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმებით და ერთიან სისტემაში აერთიანებს ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ განვითარებას, რაც ქმნის საფუძველს კომპანიის ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის ზრდისთვის.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს რკინიგზის ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 230 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება 30%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება საოპერაციო მოგების მარჟას, ის 25%-დან 36%-მდე გაიზარდა. გატარებული სამუშაოების შედეგად, მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობამ 30%-ით მოიმატა, ხოლო ქვეყნის გადაკვეთის დრო 20%-ით შემცირდა.

„ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას. ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას. განხორციელდება 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენა და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის გადაკვეთის დრო 24 საათიდან 12 საათამდე შევამციროთ და ამასთან გავაორმაგოთ ქვეყნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად აქტიურად ვითარდება სამგზავრო მიმართულებაც. კომპანია ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენას გეგმავს, რაც საქართველოს რკინიგზას მგზავრთნაკადის გაორმაგების შესაძლებლობას მისცემს და მგზავრობა უფრო სწრაფი, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება.

2026 წლის აგვისტოში დასრულდება თბილისი – ბათუმისა და თბილისი – ახალციხის ძირითადი სარკინიგზო ხაზის სრული რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაადგილებას. შედეგად, ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ბათუმის მიმართულებით კი შემცირდება დაახლოებით 4 საათამდე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია, რომელიც 2027 წლის ზამთარში დასრულდება. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ „კუკუშკის“ უნიკალური გამოცდილებით.

„რკინიგზა არის უფრო უფრო დიდი, ინტეგრირებული სისტემის ნაწილი და ამ ტვირთნაკადს სჭირდება ძლიერი საზღვაო კარიბჭე. სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი. სახელმწიფო უკვე აშენებს საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ტრადიციული მარშრუტების სიმყიფე და ახალი, სანდო დერეფნების საჭიროება გამოკვეთა, რამაც შუა დერეფანს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი ლოგიკური შედეგია და ქვეყანა მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც სტაბილურობისა და ხარისხის გარანტმა პარტნიორმა. აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, შუა დერეფანი უკვე ყალიბდება გლობალური ვაჭრობის რეალურ და კონკურენტუნარიან ალტერნატივად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი