მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ ბიზნესს. პირველ რიგში, გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ ბიზნესს. პირველ რიგში, გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება

ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ ბიზნესს. პირველ რიგში, გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ ბიზნესს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამასთან დაკავშირებით.

კერძოდ, თბილისის მერიამ „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობისთვის საბუთები 1 ივნისის ჩათვლით მიიღება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებიც ბაზარზე მინიმუმ 2 წელი ოპერირებენ. თბილისის მერიის მხრიდან თანადაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა: 5 000 ლარის ჩათვლით — 90%; 5 001 -დან – 20 000 —ლარის ჩათვლით 85%; 20 001-დან - 30 000 ლარის ჩათვლით 80%; 30 001 ლარიდან — 70%. თითოეული საწარმოს მაქსიმალური დაფინანსება - 50 000 ლარია.

როგორც ვახტანგ ლომჯარიამ აღნიშნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ ბიზნესს იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ან ჩანაცვლდეს იმპორტული პროდუქცია, ან წახალისდეს საექსპორტო პროდუქცია. პირველ რიგში, გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება, რასაც მოჰყვება როგორც ეკონომიკური რისკების შემცირება, ასევე დასაქმების ზრდა და ადგილობრივი ეკონომიკის გაჯანსაღება“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • ჩინეთმა ჩიპების საწარმოო მოწყობილობის წარმოება დაიწყო, რამაც ჰოლანდიური ASML-ის აქციები 5.8%-ით შეამცირაBM.GE
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
  • Patriot-ის უკრაინაში წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები რჩებატვ პირველი
წარმოების →ბიზნესის →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი