მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

იმედი|imedinews.ge

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ოთხშაბათს მომხდარი სტიქიის შედეგად 157 ადამიანი ნეპალის ტერიტორიაზე დაიღუპა, 3 კი - ჩინეთში.

სტიქია ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე დაატყდა თავს რეგიონს, რომლითაც ხშირად სარგებლობენ ალპინისტები. ტრაგედიის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ძირითად ვერსიად მყინვარული ტბის გარღვევა განიხილება.

ნეპალის პოლიციამ კატასტროფის ზონიდან 157 ცხედარი უკვე გამოიყვანა. ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, დაკარგულთა წინასწარ სიაში 484 ტურისტია (391 უცხოელი და 93 ადგილობრივი).

მათ გარდა, ეძებენ სამართალდამცავების 100-მდე თანამშრომელსა და ჰიდროელექტროსადგურების 60 მუშას.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის (CCTV) ცნობით, საზღვრის ჩინურ მხარეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად კიდევ 265 ადამიანი ითვლება. საერთო ჯამში, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურები 900-მდე ადამიანს ეძებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზღვარზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • ნეპალი-ტიბეტის საზღვარზე მომხდარ წყალდიდობას 18 ადამიანი ემსხვერპლაBM.GE
  • 24 საათში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთანეტგაზეთი
  • მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან ახლოს, დრონი ჩამოვარდა და აფეთქდატვ პირველი
  • პრემიერი: 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდარუსთავი 2
საზღვარზე →

მსგავსი სტატიები

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

იმედი

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

იმედი

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი,  ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

იმედი