მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეროვნული ბანკი S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნებაზე: აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას
ეროვნული ბანკი S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნებაზე: აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას.

S&P განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე და აღნიშნავს, რომ სწორედ საერთაშორისო რეზერვების განგრძობადი ზრდა წარმოადგენს პერსპექტივის გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს. სააგენტოს შეფასებით, რეზერვების ზრდამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის საგარეო ლიკვიდობის ბუფერები და შეამცირა გარე შოკებისადმი მოწყვლადობა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებამ. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც ათწლეულის წინ მშპ-ის 10%-ს აღემატებოდა, 2025 წელს ისტორიულ მინიმუმამდე, 2.6%-მდე, შემცირდა. ამასთან, გაგრძელდა ფინანსური დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია. ამ ფაქტორებმა კი ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. შედეგად, 2026 წლის იანვარ-ივნისში წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

S&P ასევე დადებითად აფასებს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოებს და აღნიშნავს, რომ ისინი რეგიონულ კონტექსტში შედარებით გონივრულია, რაც ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას აძლიერებს. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციური მოლოდინების სათანადო დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათი განახლებული პროგნოზით, 2026 წელს საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 5.1%, ხოლო ეკონომიკური ზრდა 6.4% იქნება.

სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს საქართველოს საფინანსო სექტორის მდგრადობას. მათი შეფასებით, საბანკო სისტემა რჩება კარგად კაპიტალიზებული, მაღალლიკვიდური და მომგებიანი. ამასთან, ეროვნული ბანკის ეფექტიანი მაკროპრუდენციული და საზედამხედველო პოლიტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაში, საბანკო სექტორის მდგრადობის გაძლიერებასა და ფინანსური დოლარიზაციის შემდგომ შემცირებაში.

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს საბანკო რეგულირების ჩარჩო ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • "18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია" - საგარეო საქმეთა სამინისტროBM.GE
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნაფორმულა
  • ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობსტვ პირველი
  • კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობითრუსთავი 2
საგარეო →პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ

ირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ

იმედი

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე

იმედი

პრემიერი: ჰააგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ  ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, ეს აჩვენებს, თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას