
„ერთხელ ვიყავი დაკრძალვაზე, ორჯერ ვიყავი პუტინის დასამხობად“ - კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ იმყოფებოდა თუ არა რუსეთში, თეონა ბაღდავაძე ირონიით პასუხობს
„ქრონიკა“ ოპოზიციის აქტივისტს თეონა ბაღდავაძე დაუკავშირდა ინფორმაციის გადასამოწმებლად, იმყოფებოდა თუ არა ის 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ. თუმცა მან თემის გადაფარვა ირონიით სცადა. „ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე პასუხის ნაცვლად კი, ჟურნალისტის ტელეფონის ნომერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ორჯერ ვიყავი წასული. ერთხელ ვიყავი პუტინის დასამხობად. არ გამოგვივიდა და მეორედ - მედვედევის და ეგეც არ გამოგვივიდა“, - განაცხადა ბაღდავაძემ სატელეფონო საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, 2011, 2013 და 2014 წლებშიც, სამივეჯერ დაკრძალვაზე იმყოფებოდა თუ არა, ბაღდავაძემ განაცხადა: „ერთხელ ვიყავი დაკრძალვაზე, ორჯერ ვიყავი პუტინის დასამხობად და მესამედ რომ ჩავედი, იქ არ დამხვდა და ამიტომ მაგისთვის ვერ მოვიცალე“.
ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სამჯერ იმყოფებოდა. მათ შორის, პირველად მაშინ, როდესაც ომიდან, სამი წელიც არ იყო გასული. ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge