მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ესტონეთის პრემიერი კოშტას მცდელობას, რუსეთთან დიალოგი დაამყაროს, მცდარ ნაბიჯს უწოდებს
ესტონეთის პრემიერი კოშტას მცდელობას, რუსეთთან დიალოგი დაამყაროს, მცდარ ნაბიჯს უწოდებს

ესტონეთის პრემიერი კოშტას მცდელობას, რუსეთთან დიალოგი დაამყაროს, მცდარ ნაბიჯს უწოდებს

იმედი|imedinews.ge

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას მცდელობამ, კრემლთან არაოფიციალური დიპლომატიური კომუნიკაციის არხების გახსნის მიმართულებით, შესაძლოა, უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დააზიანოს, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა.

როგორც გამოცემა POLITICO წერს, ეს კოშტას ინიციატივის მიმართ დღემდე გამოთქმული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეფასებაა.

ბრიუსელში მიმდინარე ლიდერთა სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ POLITICO-თან საუბარში მიხალმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ უარს ამბობს მშვიდობისკენ მიმავალ რეალისტურ გზაზე და ხაზგასმით განაცხადა, რომ ნებისმიერი დიპლომატიური პროცესი უკრაინის ხელმძღვანელობით უნდა წარიმართოს.

„ევროკავშირს ამ მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება არ შეუძლია. იმ მომენტიდან, როდესაც ევროკავშირი ან რომელიმე ცალკეული ქვეყანა თავს შუამავლად წარმოაჩენს, ის საკუთარ შესაძლებლობებს ზღუდავს, მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად“, - განაცხადა მიხალმა.

გამოცემის ცნობით, დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც დადასტურდა, რომ კოშტას გავლენიანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პედრო ლურტი რუს მაღალჩინოსანს დაუკავშირდა. ამ ნაბიჯმა უკმაყოფილება გამოიწვია იმ ქვეყნებში, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვი აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას კვლავაც აპირებს, ისევე, როგორც ოთხი წლის წინ, როდესაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. მათი შეფასებით, ბოლო კვირებში რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიერა სამოქალაქო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განურჩეველი დაბომბვა.

„მოსაზრება, რომ საჭიროა ალტერნატიული არხები ან ფარული დიპლომატიური გზები, მცდარია. მიზანი უცვლელია - ვლადიმირ პუტინმა საბოლოოდ უნდა მიიღოს ის პირობები, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინამ წამოაყენეს“, - განაცხადა მიხალმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდაფორმულა
  • ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას | პრემიერიBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდარუსთავი 2
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი