მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euractiv: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებას რეალობასთან შეჯახება ელის
Euractiv: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებას რეალობასთან შეჯახება ელის

Euractiv: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებას რეალობასთან შეჯახება ელის

იმედი|imedinews.ge

გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, ბრიუსელში დღეს დაგეგმილ სამიტზე, როცა ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან, კამერების წინ, სავარაუდოდ, ღიმილს, მეგობრულ განწყობასა და ურთიერთქებას არ დაიშურებენ.

როგორც Euractiv-ი იუწყება, სამიტზე ლიდერები იზეიმებენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიმდინარე კვირას უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გახსნა. ამ ნაბიჯმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის „ახალი იმპულსის“ შესახებ მოლოდინები გააჩინა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ზელენსკი შეხვედრების დარბაზს დატოვებს, განწყობა, შესაძლოა, შეიცვალოს. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი მომდევნო ნაბიჯებზე იმსჯელებს იმ ფონზე, როდესაც ბლოკის გაფართოების პროცესის გასაცოცხლებლად სხვადასხვა დიპლომატიური ინიციატივა განიხილება. ევროკავშირი, რომელიც 2013 წელს ხორვატიის გაწევრიანების შემდეგ აღარ გაფართოებულა, ფაქტობრივად, უფრო შემცირდა გახდა, ვიდრე გაიზარდა.

„ალბანეთის პროცესი უკვე 11 წელია გრძელდება, რატომ უნდა მოხდეს უკრაინის გაწევრიანება სამ კვირაში?“, - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

უკრაინის ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის მთავარ შემაფერხებელ ქვეყნებად ხშირად საფრანგეთი და ნიდერლანდები სახელდება.

ზელენსკი მოითხოვს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2028 წლისთვის გახდეს და იმედოვნებს, რომ ეს ვადა მომავალში რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაშიც აისახება. თუმცა ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში მსგავსი ვადა შეუძლებლად და პრაქტიკულად განსახილველადაც კი მიუღებლად მიაჩნიათ.

Euractiv-ის ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი რეალისტური ვარიანტი გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ინიციატივაა, რომელიც უკრაინისთვის „ასოცირებული წევრობის“ სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ეს იქნებოდა წევრობის შუალედური ფორმა, რომელიც ქვეყანას ხმის მიცემის უფლებას არ მისცემდა და სრულფასოვან წევრობამდე გაგრძელდებოდა. თუმცა ზელენსკიმ ეს იდეა კატეგორიულად უარყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →ოცნება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი