მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: ასტანაში საქართველოს პრემიერთან მოლაპარაკებების შემდეგ ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს
Euronews: ასტანაში საქართველოს პრემიერთან მოლაპარაკებების შემდეგ ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

Euronews: ასტანაში საქართველოს პრემიერთან მოლაპარაკებების შემდეგ ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

იმედი|imedinews.ge

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს, პარალელურად კი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებს. სტატიას ამ შინაარსით Euronews-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, შესაბამისი განცხადება ასტანაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთდა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ინიციატივა უკავშირდება ყაზახეთის მცდელობას, გაამრავალფეროვნოს ექსპორტის მარშრუტები ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ე.წ. შუა დერეფნის ფარგლებში.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ხუთ წელიწადში ამ მარშრუტით სატრანზიტო მოცულობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. 2029 წლისთვის ყაზახეთი ელოდება, რომ დერეფანში, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ყოველწლიურად 3 000-მდე საკონტეინერო მატარებელი იმოძრავებს, იუწყება Euronews-ი.

„ვგეგმავთ ნავთობის გადაზიდვების გაზრდას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით. უკვე მიმდინარეობს მუშაობა მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და იმედი მაქვს, დღევანდელი შეხვედრა ახალი პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა თოყაევმა.

ასევე იგეგმება ყაზახეთის პოზიციების გაძლიერება საქართველოს შავი ზღვის პორტებში. ბათუმის ნავთობტერმინალის პარალელურად, რომელიც ყაზახურ კომპანია KazTransOil-ს ეკუთვნის, ქვეყანა ავითარებს ინფრასტრუქტურას ფოთშიც, სადაც გასულ წელს ყაზახური ინვესტიციით ახალი მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა. განხილვის ერთ-ერთ მიმართულებად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც.

Euronews-ის ინფორმაციით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 2025 წელს 184,5 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო 2026 წლის პირველ ოთხ თვეში 53 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამჟამად ყაზახეთში 600-ზე მეტი ქართული მონაწილეობით მოქმედი კომპანია ოპერირებს, ხოლო ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში 14 ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ვაჭრობა და ინვესტიციები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს და არსებული გლობალური გაურკვევლობის მიუხედავად, თანამშრომლობას ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

თოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთს უკვე 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოს ეკონომიკაში და ქვეყანა ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად რჩება.

მოლაპარაკებებისას მან შესთავაზა ორმხრივი „რუკის“ შემუშავება ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, სოფლის მეურნეობის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ტურიზმის მიმართულებით.

ორ ქვეყანას შორის შეთანხმება შედგა აგრარული პროდუქციით ვაჭრობის გაფართოებასა და ერთობლივ საინვესტიციო პროექტებზე. 2025 წელს აგრარული პროდუქციით ვაჭრობა 77%-ით გაიზარდა და 116 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ყაზახეთი გეგმავს საქართველოს ბაზარზე მარცვლეულის, ფქვილის, მცენარეული ზეთების, მაკარონის, ხორცისა და რძის პროდუქტების, ასევე შოკოლადისა და საკონდიტრო ნაწარმის ექსპორტის გაზრდას, აღნიშნულია Euronews-ის სტატიაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ირანმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის დღეს თავდასხმებისგან თავი შეიკავონ

Reuters: ირანმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის დღეს თავდასხმებისგან თავი შეიკავონ

იმედი

კობა კობალაძე: ტამიშის ბრძოლის გმირების დამსახურებით, ჩვენი ქვეყნის საბრძოლო ისტორიაში კიდევ ერთი, დიდი, დიადი გმირობისა და თავდადების ფურცელი ჩაიწერა!

კობა კობალაძე: ტამიშის ბრძოლის გმირების დამსახურებით, ჩვენი ქვეყნის საბრძოლო ისტორიაში კიდევ ერთი, დიდი, დიადი გმირობისა და თავდადების ფურცელი ჩაიწერა!

იმედი

ნინო ფოჩხუა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე: ხელისუფლებისთვის კორუფციასთან ბრძოლა რომ პრიორიტეტია, ეს არაერთხელ დაამტკიცა. ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს შერჩება არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი ან კორუფცია

გია აბაშიძე ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე: სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება უკვე დაწყებულია, ყველა გამოვლინდება და შესაბამისად დაისჯება