მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი რაუნდი ვეტოს მუქარების ფონზე წარიმართა, რადგან წევრი ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობდნენ - საბოლოო პაკეტმა, რომელიც მნიშვნელოვნად შერბილდა, ბლოკის შიგნით მზარდი ბზარები გამოაჩინა
Euronews: ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი რაუნდი ვეტოს მუქარების ფონზე წარიმართა, რადგან წევრი ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობდნენ - საბოლოო პაკეტმა, რომელიც მნიშვნელოვნად შერბილდა, ბლოკის შიგნით მზარდი ბზარები გამოაჩინა

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი რაუნდი ვეტოს მუქარების ფონზე წარიმართა, რადგან წევრი ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობდნენ - საბოლოო პაკეტმა, რომელიც მნიშვნელოვნად შერბილდა, ბლოკის შიგნით მზარდი ბზარები გამოაჩინა, - წერს Euronews-ი.

ბრიუსელისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შეთანხმება წარმოადგენს მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმ საერთო ძალისხმევაში, რომლის მიზანიც უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული სრულმასშტაბური ომის მამოძრავებელი ეკონომიკური მექანიზმების შესუსტებაა.

თუმცა, მიღწეულმა შეთანხმებამ - და კიდევ უფრო მეტად მის მიღმა არსებულმა მწვავე მოლაპარაკებებმა - აშკარა გახადა მზარდი ბზარები იმ პოლიტიკურ ერთიანობაში, რომელიც ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე ამბიციურ სანქციების რეჟიმს უდევს საფუძვლად.

მან ასევე წარმოშვა უფრო ფართო კითხვები იმის თაობაზე, თუ რა ფასის გადახდისთვის არიან მზად წევრი ქვეყნები ომის მეოთხე წელს, რათა კრემლზე ზეწოლა არ შეასუსტონ. საბერძნეთისთვის ეს ზღვარი, როგორც ჩანს, საზღვაო გადაზიდვებზე გადის.

თუმცა, საკუთარი გავლენის გამოყენებას მხოლოდ საბერძნეთი არ ცდილობდა. ბულგარეთი, პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის ახალი მთავრობის სათავეში მოსვლის შემდეგ, ღიად ითხოვდა სანქციების მთლიანი პაკეტის ბლოკირებას, თუ სიიდან არ ამოიღებდნენ რუსეთის პატრიარქ კირილსა და „ლუკოილის“ დამფუძნებელს, ვაგიტ ალექპეროვს. საბოლოოდ, ორივე მათგანი სანქციების სიას ჩამოაშორეს.

რუსული თევზის იმპორტის შეზღუდვას პორტუგალია და გერმანიაც შეეწინააღმდეგნენ - მათ ადგილობრივი წარმოების შეფერხების საფრთხეზე გაამახვილეს ყურადღება.

თავის მხრივ, საფრანგეთმა და იტალიამ დაბლოკეს შეთავაზება რუსი სამხედროებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვის შესახებ. ეს ინიციატივა იმდენად შეიცვალა, რომ საბოლოოდ მხოლოს ქაღალდზე დარჩენილ „სამართლებრივ საფუძვლად“ იქცა, რომელსაც რეალური ეფექტი პრაქტიკულად არ გააჩნია.

ამასობაში, ავსტრიამ პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია: ევროკავშირის წევრი ქვეყნები დათანხმდნენ ვენის სკანდალური წინადადების განხილვას, რომელიც სანქცირებულ კომპანია Rasperia-სთვის შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს. ამ ნაბიჯით ავსტრია ცდილობს, ოდნავ მაინც შეამციროს 2.1 მილიარდი ევროს ზარალი, რომელიც Raiffeisen Bank-მა რუსეთის ბაზარზე განიცადა.

„ორბანის წასვლის შემდეგ წევრმა ქვეყნებმა მოსახერხებელი ფარი დაკარგეს, რამაც ეროვნული ინტერესები წინა პლანზე წამოწია - ისე მკვეთრად, როგორც იშვიათად გვინახავს იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც საჯაროდ ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარდაჭერა ზოგადად უცვლელი რჩება, ისინი მაინც იბრძვიან დათმობების მოსაპოვებლად“, - ნათქვამია სტატიაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის იმ ბავშვთა ბანაკს ასანქცირებს სადაც უკრაინელებს აგზავნიანფორმულა
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
  • სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკაBM.GE
ევროკავშირის →საკუთარი →

მსგავსი სტატიები

გემთმმართველი კომპანიის  Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

იმედი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"

იმედი

რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს

რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს

იმედი