მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews-ი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე წერს
Euronews-ი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე წერს

Euronews-ი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე წერს

იმედი|imedinews.ge

Euronews-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკვე დიდი ხანია, თავისი უფლებამოსილების ჩარჩოდან გავიდა და ხშირად აკეთებს განცხადებებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე, რაც ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის, კაია კალასის პოზიციებს კიდევ უფრო ასუსტებს. კალასი კი პოლიტიკურ კრიზისში მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა საფრანგეთის მთავრობასთან დაკავშირებული არაფორმალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე მის ყოფნასთან დაკავშირებით კითხვებია დასმული.

დოკუმენტში სამი ვარიანტია წარმოდგენილი, რომელთაგანაც ერთი მის როლს გააძლიერებს და გააფართოებს, დანარჩენი ორი კი მის როლს მნიშვნელოვნად შეასუსტებს და მისი უფლებამოსილებების ევროკომისიის ან წევრი სახელმწიფოებისთვის გადაცემასაც მოიაზრებს.

კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ მისი პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კონსენსუსს სცილდება და პირად აზრს ეფუძნება. სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა უკვე აღიარა, რომ კალასის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბოლო კვირების განმავლობაში გაძლიერდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ