მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროკავშირი უკრაინის მოთხოვნით სამხედრო ასაკის მამაკაცებს თავშესაფარს აღარ მისცემს
ევროკავშირი უკრაინის მოთხოვნით სამხედრო ასაკის მამაკაცებს თავშესაფარს აღარ მისცემს

ევროკავშირი უკრაინის მოთხოვნით სამხედრო ასაკის მამაკაცებს თავშესაფარს აღარ მისცემს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე მოქმედი დროებითი დაცვის რეჟიმს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს, თუმცა ამავდროულად უკრაინის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე სამხედრო ასაკის მამაკაცებისათვის ამ მექანიზმზე წვდომას შეზღუდავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ეხება დაახლოებით 4.4 მილიონ უკრაინელს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში იმყოფებიან და დროებითი დაცვის სქემით სარგებლობენ. ახალი წესებით, სამხედრო ასაკის მამაკაცებს, რომლებსაც უკრაინის კანონმდებლობით ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ, ამ დაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება აღარ ექნებათ.

ევროკავშირმა დროებითი დაცვის მექანიზმი უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეს აამოქმედა, თუმცა ის ყოველწლიურად განახლებას საჭიროებს. ბოლო გადაწყვეტილებამდე მისი მოქმედების ვადა 2027 წლის მარტში იწურებოდა, ახლა კი სისტემა 2028 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.

ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ადრეულ ეტაპზე იქნა მიღებული, რათა უკრაინელებისთვის მეტი სამართლებრივი სიცხადე შეიქმნას.

„ჩვენ ახლა გვჭირდება სიცხადე უკრაინელებისთვის ევროკავშირში… სწორედ ამიტომ გავახანგრძლივეთ რეჟიმი ასე ადრე და არ დაველოდეთ 2027 წელს“, – აღნიშნა ბრუნერმა.

ახალი წესები არ შეეხება იმ მამაკაცებს, რომლებმაც ევროკავშირში დროებითი დაცვის მოთხოვნა უკვე დააფიქსირეს.

ევროკომისიის ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებიც ახალი შეზღუდვების გამო დროებითი დაცვის მიღებას ვეღარ შეძლებენ, კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, თავშესაფარი საერთო პროცედურებით მოითხოვონ.

შეზღუდვები ძალაში ოფიციალურად რამდენიმე კვირაში შევა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მათ ფორმალურად დაამტკიცებენ და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა