მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის
ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის

ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რომელიც 22 ივნისს გამართული მოლდოვა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გაკეთდა, ამიერიდან გაწევრიანებისკენ სვლის ტემპი მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, თითოეული კანდიდატი ქვეყანა თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ პროგრესზე.

„პირველი კლასტერის გახსნის შემდეგ თითოეული კანდიდატი ქვეყანა თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, რადგან მათ უნდა შეასრულონ რეფორმების ვალდებულებები და ეს რეფორმები განსხვავებულია სხვადასხვა კანდიდატი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

საუბრისას სამომავლო მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის კონკრეტულად მოლდოვას პერსპექტივებს აფასებდა, რადგან პრესკონფერენცია სწორედ მოლდოვა-ევროკავშირის სამიტს ეძღვნებოდა.

ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც დაიცავს მიღწეულ შედეგებზე დაფუძნებული პროგრესის შეფასების პრინციპს და არა პოლიტიკურ დეკლარაციებს ან თვითნებურ ვადებს.

„დღეს მე მხოლოდ მოლდოვაზე ვსაუბრობ და მიმაჩნია, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი მოლდოვას გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე „რაც შეიძლება მალე“ კონცეფცია. რადგან „რაც შეიძლება მალე“ არაფერს ამბობს - რასთან მიმართებაში? მაშინ როცა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი ყველაფერს ნათლად განსაზღვრავს“, - განაცხადა მან.

ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ბირთვს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი წარმოადგენს, რაც მოლდოვასთვის გაცილებით უკეთესია, რადგან ამ გზით მათ შეუძლიათ შედეგების მოტანა, „ჩვენ კი - ჩვენი დაპირების შესრულება“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი