მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროკავშირმა Meta-ს დაავალა, მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი სოციალური ქსელების, Instagram-ისა და Facebook-ის დიზაინი და გააუქმოს ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებელს კონტენტზე დამოკიდებულს ხდის
ევროკავშირმა Meta-ს დაავალა, მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი სოციალური ქსელების, Instagram-ისა და Facebook-ის დიზაინი და გააუქმოს ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებელს კონტენტზე დამოკიდებულს ხდის

ევროკავშირმა Meta-ს დაავალა, მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი სოციალური ქსელების, Instagram-ისა და Facebook-ის დიზაინი და გააუქმოს ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებელს კონტენტზე დამოკიდებულს ხდის

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირმა Meta-ს დაავალა, მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი სოციალური ქსელების, Instagram-ისა და Facebook-ის დიზაინი და გააუქმოს ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებელს კონტენტზე დამოკიდებულს ხდის, - წერს გამოცემა Forbes-ი.

საუბარია ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა გვერდის უწყვეტი ჩამოშლა და ვიდეოების ავტომატურად გაშვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას სოლიდური ჯარიმები დაეკისრება.

ეს „ციფრული სერვისების აქტის“ ფარგლებში ევროკავშირის მორიგი მარეგულირებელი ნაბიჯია აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ Meta-ს მხრიდან დარღვევები გამოავლინა. კერძოდ, კომპანიამ ვერ უზრუნველყო იმ რისკების სათანადო შეფასება, რომლებსაც მისი პლატფორმების „დამოკიდებულების გამომწვევი“ დიზაინი მომხმარებელთა - მათ შორის, არასრულწლოვნებისა და მოწყვლადი ჯგუფების - ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე ახდენს.

ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა Facebook-სა და Instagram-ის ისეთ ფუნქციებზე, როგორებიცაა ვიდეოების ავტომატურად გაშვება, გვერდის უწყვეტი ჩამოშლა და „მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული რეკომენდაციები“.

მარეგულირებელმა ორგანომ Meta დაადანაშაულა ამ ფუნქციების გამოყენებაში, რათა „გააძლიეროს მომხმარებლის სურვილი, განაგრძოს გვერდის ჩამოშლა“ და მისი გონება „ავტოპილოტის“ რეჟიმში გადაიყვანოს, რაც, მათი შეფასებით, არაჯანსაღი ქცევაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენის პროცესს იწყებსBM.GE
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
  • ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და შეშფოთებას გამოთქვამსრუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

იმედი

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

იმედი

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

იმედი