
ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს
იმედი|imedinews.ge
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.
„თქვენ სამართლიანად აკისრებთ მაღალ ფასს ამ სასტიკ დიქტატურასა და ყველას, ვინც მის აგრესიას უწყობს ხელს“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
ბესენტმა დღეს განაცხადა, რომ აშშ სანქციებს ხუთ სექტორზე ავრცელებს - მათ შორის ციფრულ აქტივებზე, ტექნოლოგიებზე, ოქროზე, ავიაციასა და ნაოსნობაზე - და ქვეყნები გააფრთხილა, შეწყვიტონ ირანთან ბიზნესურთიერთობები.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge