მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: ევროკავშირმა მიგრანტთა მოთავსების ცენტრები, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დააფინანსოს
Financial Times: ევროკავშირმა მიგრანტთა მოთავსების ცენტრები, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დააფინანსოს

Financial Times: ევროკავშირმა მიგრანტთა მოთავსების ცენტრები, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დააფინანსოს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ გეგმას, რომლის მიხედვითაც, არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ცენტრები ბლოკის საზღვრებს გარეთ განათავსონ და დააფინანსონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ევროპა მიგრაციის საკითხის მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას ირჩევს.

ინიციატივა მიგრაციული პროცესების მართვის ნაწილობრივი „აუთსორსინგისკენ“ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად განიხილება, მიუხედავად კრიტიკოსების გაფრთხილებებისა, რომ მსგავსი მიდგომა სამართლებრივ და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს შეასუსტებს, წერს გამოცემა.

ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის მიხედვით, მიგრაციის მართვისთვის განკუთვნილი „ინოვაციური გადაწყვეტილებები“, შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო დახმარებისა და გარე ქმედებების ფინანსური ინსტრუმენტიდან დაფინანსდეს.

წყაროების ინფორმაციით, მიგრაციული პოლიტიკის მართვაზე, ცენტრების შექმნის ჩათვლით, შვიდწლიანი პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა, 20 მილიარდ ევრომდე გამოიყოს, რაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ბიუჯეტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

როგორც Financial Times-ი წერს, გასულ თვეს ავსტრიამ შეთანხმება გააფორმა უზბეკეთთან. შეთანხმება მოიცავს „იმ პირების ტრანზიტს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში დეპორტაციას ექვემდებარებიან“. მსგავსი მოლაპარაკებები აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთანაც მიმდინარეობს, თუმცა დეტალები საჯაროდ არ ხმაურდება.

როგორც გამოცემა იუწყება, ე.წ. დაბრუნების ჰაბების კონცეფცია განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ევროპის მთავრობებს სულ უფრო უჭირთ თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაცია. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი მათი წარმოშობის ქვეყნების უარია მოქალაქეების უკან მიღებაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი