მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: როგორ შეიძლება ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების საკითხმა ევროკავშირის ლიდერების სამიტი ორად გაყოს
Financial Times: როგორ შეიძლება ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების საკითხმა ევროკავშირის ლიდერების სამიტი ორად გაყოს

Financial Times: როგორ შეიძლება ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების საკითხმა ევროკავშირის ლიდერების სამიტი ორად გაყოს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის მცდელობა ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს, შესაძლოა, წევრ სახელმწიფოებს შორის უთანხმოების საგანი გახდეს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, უკრაინის საკითხზე დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ.

„მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო, სულ სამი დღე გავიდა, თუმცა წევრ სახელმწიფოებს შორის უთანხმოება იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად უნდა გაგრძელდეს პროცესი, უკვე საფრთხეს უქმნის მიღწეულ პოზიტიურ განწყობას“, - წერს Financial Times-ი.

გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ. დღეს ევროკავშირის მრავალი დედაქალაქი გაფართოებას გეოპოლიტიკურ აუცილებლობად მიიჩნევს, თუმცა ამავე დროს ფრთხილად ეკიდება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელმაც, შესაძლოა, კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების მკაცრი პროცედურები გაამარტივოს.

ორშაბათს ევროკავშირმა უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი ე.წ. გაწევრიანების კლასტერი გახსნა. ეს არის თემატური მიმართულებების ჯგუფები, რომელთა ფარგლებში კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს უნდა შეუსაბამონ. პირველი კლასტერი მოიცავს ფუნდამენტურ საკითხებს, მათ შორის სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს.

ახლა უკრაინა გერმანიისა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მხარდაჭერით, დანარჩენი ხუთი კლასტერის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას ითხოვს.

„უკრაინისა და მოლდოვისთვის მკაფიოდ ვუჭერთ მხარს მოლაპარაკების ყველა თავის დაუყოვნებლივ გახსნას“, - განაცხადა გერმანიის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

Financial Times-ის ცნობით, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ამ კლასტერების გახსნას უკვე მომდევნო თვეში გეგმავს. თუმცა წევრი სახელმწიფოების ნაწილი ამ ვადებს სკეპტიკურად უყურებს. მათი შეშფოთების მიზეზია როგორც გაფართოების მიმართ საზოგადოების შედარებით დაბალი მხარდაჭერა, ისე შიში, რომ უკრაინისთვის პროცესი განსაკუთრებულად დაჩქარებულად აღიქმება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →სამიტზე →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი