მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: უიტკოფი და კუშნერი კიევს პირველად ეწვევიან
Financial Times: უიტკოფი და კუშნერი კიევს პირველად ეწვევიან

Financial Times: უიტკოფი და კუშნერი კიევს პირველად ეწვევიან

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში პირველად ჩავლენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტი უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თეთრ სახლში გუშინ გამართული ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის დეტალებზე ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს.

გამოცემის შეფასებით, ეს მოლაპარაკებები მკვეთრ ცვლილებაზე მიუთითებს იმ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რომელიც წარსულში ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ შორის არსებობდა. ზელენსკი კერძო საუბრებში აღნიშნავს, რომ ტრამპის დამოკიდებულების შეცვლაში გადამწყვეტი როლი მისი მრჩევლების თვეების განმავლობაში მიმდინარე უშუალო კონტაქტებმა ითამაშა.

ორივე პრეზიდენტთან დაახლოებული პირების თქმით, ზელენსკის მთავარი ამოცანა იყო ტრამპის დარწმუნება, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებს ემსახურება, ასევე იმაზე აპელირება, რომ ტრამპს წარმატებასთან ასოცირება სურს. მათი თქმით, ბოლო თვეებში ამ არგუმენტმა სულ უფრო მეტი გავლენა მოიპოვა.

ზელენსკის უახლოესმა მრჩევლებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ყოველთვის სჯეროდა: ტრამპზე ყველაზე დიდ გავლენას პირისპირ შეხვედრების დროს ახდენდა.

ზელენსკიმ ასევე აღიარა, რამდენად შეიცვალა ორ ლიდერს შორის ურთიერთობა მას შემდეგ, რაც 2025 წლის თებერვალში ოვალურ კაბინეტში მათი შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა. მისი თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შარშან, 26 აპრილს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე გამართულმა ხანმოკლე შეხვედრამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კიევში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენრუსთავი 2
  • ამერიკელი დელეგატები კრემლში შეხვედრის შემდეგ კიევში მოლაპარაკებებს მართავენფორმულა
  • სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერიმა კიევი დატოვესტვ პირველი
  • რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?BM.GE
კიევში →

მსგავსი სტატიები

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

იმედი

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

იმედი

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“