მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს
Financial Times: ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს

Financial Times: ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს. ამგვარად ის ცდილობს გამოსავალი იპოვოს თავისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში შექმნილი სამხედრო ხელმძღვანელობის ყველაზე სერიოზული კრიზისიდან. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, ამ შაბათ-კვირას ზელენსკი სამხედრო მეთაურებს იხმობს, რათა მათგან ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შეფასება მოისმინოს. ასევე, მას განზრახული აქვს, გასაუბრება ჩაატაროს მთავარსარდლის თანამდებობის კანდიდატებთან.

როგორც წყარომ გამოცემას განუცხადა, პრეზიდენტი მზადაა, სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლოს, თუ იპოვის ისეთ მეთაურს, რომელიც შეძლებს უფლებამოსილების შეუფერხებლად გადაბარებას და, ამავდროულად, 1200-კილომეტრიანი ფრონტის ხაზის გასწვრივ საიმედო თავდაცვის შენარჩუნებას.

როგორც აღინიშნება, პრეზიდენტმა სირსკის გათავისუფლების შესაძლებლობის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვის გადადგომის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები „მთავარსარდლის წინააღმდეგ მიმართულ უფრო ფართო კამპანიაში გადაიზარდა“.

გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს საღამოს ათასობით უკრაინელი პრეზიდენტის ოფისის შენობასთან სკანდირებდა: „სირსკი - წადი!“. ეს ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გახდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობიაBM.GE
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
  • უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყაფორმულა
უკრაინის →შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი