მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Fox News: FBI-მ თეთრი სახლის ეზოში UFC-ის ორთაბრძოლების დროს დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა
Fox News: FBI-მ თეთრი სახლის ეზოში UFC-ის ორთაბრძოლების დროს დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა

Fox News: FBI-მ თეთრი სახლის ეზოში UFC-ის ორთაბრძოლების დროს დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და პარტნიორმა უწყებებმა აღკვეთეს სავარაუდო თავდასხმის გეგმა, რომლის სამიზნეც 14 ივნისს ვაშინგტონში დაგეგმილი UFC Freedom 250-ის ღონისძიება უნდა ყოფილიყო. ინფორმაციას Fox News-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ორშაბათის მდგომარეობით, დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო გამოძიებამ შესაძლო დანაშაულში ჩართული 23 ადამიანი გამოავლინა.

გამოძიების ვერსიით, თავდამსხმელები ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონების გამოყენებას გეგმავდნენ, რათა ღონისძიების მიმდებარე შენობებზე იერიში მიეტანათ. მათი მიზანი მასობრივი ევაკუაციის გამოწვევა და ხალხის წინასწარ შერჩეული მიმართულებით გაშვება იყო, სადაც, ოფიციალური პირების თქმით, სნაიპერთა ჯგუფი უნდა განეთავსებინათ.

წყაროების ცნობით, ამის შემდეგ დაგეგმილი იყო თავდასხმის „მეორე ტალღა“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები თეთრი სახლის ჭიშკარზე იერიშის მიტანას აპირებდნენ.

FBI-მ საფრთხის შესახებ ინფორმაცია 10 ივნისს მიიღო და პარტნიორ უწყებებთან ერთად დაიწყო მუშაობა საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის მოსაპოვებლად. შედეგად, ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში FBI-სთან „მჭიდროდ თანამშრომლობდა“.

„გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი სპეციალური აგენტები, ოპერატიული მხარდაჭერის პერსონალი და ტექნიკური უსაფრთხოების ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ, რათა პასუხისმგებელი პირები გამოევლინათ“, - განაცხადა საიდუმლო სამსახურის დირექტორმა შონ კარანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩართვას გეგმავსფორმულა
  • "ანაკლია, როგორც ტურისტული ზონა, რატომღაც ყველას მიავიწყდა" - სასტუმრო "თეთრი სახლი ანაკლიაში"BM.GE
  • დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენრუსთავი 2
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
სახლში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი