მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Frankfurter Allgemeine: ნატოს წევრები მომავალ კვირას ანკარაში დაგეგმილ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კვლავ ცდილობენ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რამდენად გრძელვადიანი და კონკრეტული იქნება უკრაინისთვის მიცემული სამხედრო დახმარების პირობა
Frankfurter Allgemeine: ნატოს წევრები მომავალ კვირას ანკარაში დაგეგმილ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კვლავ ცდილობენ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რამდენად გრძელვადიანი და კონკრეტული იქნება უკრაინისთვის მიცემული სამხედრო დახმარების პირობა

იმედი|imedinews.ge

ნატოს წევრები მომავალ კვირას ანკარაში დაგეგმილ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კვლავ ცდილობენ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რამდენად გრძელვადიანი და კონკრეტული იქნება უკრაინისთვის მიცემული სამხედრო დახმარების პირობა, - წერს გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine-ი.

„მართალია, სამშაბათს ბრიუსელში ნატოს ელჩების მიერ სამიტის დასკვნით დეკლარაციაზე შეთანხმებისას დადასტურდა ფორმულირება, რომლის მიხედვითაც ნატოს მოკავშირეები 2026 წლისთვის ვალდებულებას იღებენ, „გამოყონ 70 მილიარდი ევრო უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის, მხარდაჭერისა და წვრთნებისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, ინფორმირებული წყაროების მტკიცებით, დახმარების პირობის მეორე ნაწილის წინააღმდეგ, რომელიც დახმარების მდგრადობის კონკრეტიზაციას ითვალისწინებს, ჯერ კიდევ არსებობს წინააღმდეგობა.

აღნიშნულ ნაწილში უნდა ჩაიწეროს, რომ მოკავშირეები ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებას, „2027 წელს მაინც შეინარჩუნონ დახმარების შედარებითი დონე“. დიპლომატების თქმით, იტალია ეწინააღმდეგება 2027 წლამდე გათვლილ გრძელვადიან ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ფორმულირება ჯერ კიდევ ფრჩხილებშია მოთავსებული. ხუთშაბათისთვის დაგეგმილია ნატოს ელჩების კიდევ ერთი შეხვედრა, რათა ეს საკითხი სამიტამდე გადაწყდეს.

ნატოს მრავალი პარტნიორისთვის დეკლარაციაში დახმარების ამგვარი გარანტია გადამწყვეტი პროგრესი იქნებოდა, რისთვისაც ბოლო დროს ბერლინიც აქტიურად იბრძოდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ხარჯების განაწილების მყარი ალგორითმი არ იარსებებს. გარდა ამისა, დაპირებული თანხები სრულად არ წარმოადგენს „ახალ ფულს“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ წელიწადში 70 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა არ გამომდინარეობს სამხედრო საჭიროებების ანალიზიდან, არამედ ეს არის მარტივი გაანგარიშების შედეგი.

„მასში შედის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაცემული 30 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი. დანარჩენი 40 მილიარდი ევრო შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე აღებულ ვალდებულებებს“, - განმარტებულია სტატიაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →სამიტზე →

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი