მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაერო: უკრაინაში, ომის შედეგად, ივლისში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ბავშვებს შორის - 2022 წლის აპრილის შემდეგ
გაერო: უკრაინაში, ომის შედეგად, ივლისში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ბავშვებს შორის - 2022 წლის აპრილის შემდეგ

გაერო: უკრაინაში, ომის შედეგად, ივლისში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ბავშვებს შორის - 2022 წლის აპრილის შემდეგ

იმედი|imedinews.ge

უკრაინაში, ომის შედეგად, ივლისში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ბავშვებს შორის - 2022 წლის აპრილის შემდეგ. აღნიშნული მონაცემები უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა.

მონაცემების თანახმად, 2026 წლის ივლისში რუსეთის აგრესიას უკრაინაში 437 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 2 610 დაშავდა. ეს მაჩვენებელი 30%-ით აღემატება 2026 წლის ივნისის მონაცემებს (298 დაღუპული, 2 041 დაჭრილი) და 70%-ით მეტია 2025 წლის ივლისთან შედარებით (312 დაღუპული, 1 482 დაჭრილი).

გაეროს ანგარიშის მიხედვით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ძირითად მიზეზად კვლავ რჩება შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება - რაკეტები და დრონები.

ივლისში, მსგავსი შეტევების შედეგად, უკრაინაში 183 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 967 დაიჭრა, რაც ივლისის თვეში მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო დანაკარგის 38%-ს შეადგენს. ამ ტიპის თავდასხმებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ურბანულ ცენტრებში - ფრონტის ხაზიდან შორს დადასტურდა.

საჰაერო დარტყმების შედეგად მსხვერპლის რაოდენობამ, (105 დაღუპული, 753 დაჭრილი) 2026 წლის ივნისთან შედარებით, (45 დაღუპული, 308 დაჭრილი) 143%-ით იმატა, სადაც მართვადი ავიაბომბები სიკვდილიანობის მეორე ძირითადი მიზეზი გახდა.

ამასთანავე, ფრონტის ხაზთან, რუსეთის მიერ მცირე რადიუსის დრონების გამოყენების შედეგად, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმა 2026 წლის ივლისში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მაქსიმუმს მიაღწია. ამ ტიპის თავდასხმებს 111 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 710 დაშავდა, რაც სამოქალაქო პირთა საერთო დანაკარგის 27%-ს შეადგენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 141 სტატია.

  • პიროვნება, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მართავდა კონცერტებს და დღეს ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეა, ეს მინიმუმ დამაჯერებელი არ არის - გურამ მაჭარაშვილი ნიკოლოზ რაჭველზერუსთავი 2
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირებიBM.GE
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

რუმინეთმა ჩერნავოდას მეორე და ბოლო მოქმედი ატომური რეაქტორი გააჩერა, რადგან გვალვისგან დამშრალ მდინარე დუნაიში წყლის დონე გამაგრილებელი ტუმბოების მოსამარაგებლად კრიტიკულად შემცირდა

რუმინეთმა ჩერნავოდას მეორე და ბოლო მოქმედი ატომური რეაქტორი გააჩერა, რადგან გვალვისგან დამშრალ მდინარე დუნაიში წყლის დონე გამაგრილებელი ტუმბოების მოსამარაგებლად კრიტიკულად შემცირდა

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

იმედი

ლადო სადღობელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე პრემიერის განცხადების შესახებ: ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად - ზუსტად გათვლილი ბალანსია მაღალ ჰუმანიზმსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მყარად დგას კანონსა და სუვერენიტეტზე

ლევან მაჭავარიანი: რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის - ომამდე სამართლებრივად აღადგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები, ომის დროს არ გააფრთხილა და არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, პირდაპირ ეთერში რუსეთს კარნახობდა სამხედროების სტრატეგიულ განლაგებას, ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდა