მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს
გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს

გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს

იმედი|imedinews.ge

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხება „გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს“.

„ახლო აღმოსავლეთის კრიზისი უკვე მესამე თვეა გრძელდება. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმებისა, შედეგები ყოველ საათში დრამატულად უარესდება. მე ღრმად შეშფოთებული ვარ ჰორმუზის სრუტის ზონაში სანაოსნო უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვით. ეს აფერხებს ნავთობის, გაზის, სასუქებისა და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის პროდუქტების მიწოდებას, რაც არღვევს ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, საწარმოო და კვების ბაზრების ფუნქციონირებას“, - აღნიშნა გუტერეშმა.

გუტერეშმა მიმოიხილა მოვლენათა განვითარების სამი შესაძლო სცენარი და გააფრთხილა საზოგადოება, რომ თითოეული მათგანი მძიმე დარტყმას მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას.

მისი თქმით, სანაოსნო გზა დღესვე რომ გაიხსნას, მიწოდების ჯაჭვების აღდგენას მაინც „თვეები დასჭირდება“, რაც გამოიწვევს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებასა და ინფლაციის მატებას.

თუ შეფერხება „წლის შუა პერიოდამდე გაიწელება“, ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დაზარალდება და ორჯერ მეტად შემცირდება, ხოლო ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო 32 მილიონი ადამიანი „უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება“.

იმ შემთხვევაში კი, თუ ვითარება წლის ბოლომდე გაგრძელდება, ინფლაცია „არნახულად გაიზრდება“, ეკონომიკური ზრდა „მკვეთრად დაეცემა“, რაც გამოიწვევს „უდიდეს ტანჯვას, განსაკუთრებით მსოფლიოს ყველაზე დაუცველ მოსახლეობაში“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ