მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გიორგი გიორგობიანმა თბილისში გამართულ პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გიორგი გიორგობიანმა თბილისში გამართულ პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გიორგი გიორგობიანმა თბილისში გამართულ პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი გიორგობიანმა მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში – „წყლის მდგრადი მართვა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი პროექტები: გამოწვევები და შესაძლებლობები“.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, გიორგი გიორგობიანმა ისაუბრა საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის როლზე.

„საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა მასშტაბურად ვითარდება, რაც მოიცავს არსებული ქსელების გაფართოებას, განახლებასა და ახალი სისტემების მშენებლობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წყლისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების განვითარებას. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტები 100-ზე მეტ ლოკაციაზე, რაც ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია დამატებით, ახალი ტენდერების გამოცხადება იმავე მიმართულებებით, რაც კიდევ უფრო გააფართოებს მიმდინარე სამუშაოებს“, - განაცხადა, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ.

გიორგი გიორგობიანმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერების პროცედურებზე, მათ შორის საერთაშორისო და სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელების წესებზე. მან ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტენდერებში მონაწილეობის პირობები და შესაძლებლობები გააცნო, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის არსებობს და აღნიშნა, რომ კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ხარისხიანი და თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

ფორუმი საქართველოში პოლონეთის საელჩო და პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი