მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა. მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო. მისი თქმით, 2026 წლის 6 თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.9% შეადგინა, ხოლო ივნისში ინფლაციის დონე 5.8% იყო. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 925 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან - ექსპორტი 3 მილიარდ 876 მილიონი დოლარია, ხოლო იმპორტი 9 მილიარდ 49 მილიონი დოლარი. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილიც მთლიან საქონელბრუნვაში 20.1%-ს შეადგენს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იანვარ-ივნისში წმინდა ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა. 2026 წლის 6 თვეში საქართველოს 2 მილიონ 734 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2026 წლის იანვარ-ივნისის ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულია 15 მილიარდ 86 მილიონი ლარი, რაც 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 104.%-ია. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, ჯამში 12 მილიარდ 515 მილიონ ლარამდეა მობილიზებული, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 103%-ია. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების საშუალო მაჩვენებელი 92%-ია. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მილიარდ 336 მილიონ ლარამდე არის ათვისებული, ჯამური ათვისების მაჩვენებელი 98.9%-ია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Euronews: ევროკავშირი ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ გაფართოების პროცესის გაგრძელებას ცდილობს

Euronews: ევროკავშირი ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ გაფართოების პროცესის გაგრძელებას ცდილობს

იმედი

ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ

Euronews: ევროკავშირი სერბეთს აფრთხილებს - რატკო მლადიჩის დაკრძალვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი ტესტი იქნება

Euronews: ევროკავშირი სერბეთს აფრთხილებს - რატკო მლადიჩის დაკრძალვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი ტესტი იქნება

იმედი

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

იმედი