
მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა
იმედი|imedinews.ge
მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს რომ სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, უკან შესარიგებლად დაბრუნდა.
პროკურორის მტკიცებით კი დაზარალებულებმა მუქარა რეალურად აღიქვეს, ელიზბარაშვილი კი უკან სავარაუდოდ შეიარაღებული დაბრუნდა.
ელიზბარაშვილთან მომხდარი ინციდენტის შესახებ დღეს შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა: „არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა - მტკნარი სიცრუეა მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული“.
აღნიშნულ საქმეზე დეტალები და ვიდეომასალა პროკურატურამ გაასაჯაროვა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge