მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: ევროკავშირი სერბეთს აფრთხილებს - რატკო მლადიჩის დაკრძალვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი ტესტი იქნება
Euronews: ევროკავშირი სერბეთს აფრთხილებს - რატკო მლადიჩის დაკრძალვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი ტესტი იქნება

Euronews: ევროკავშირი სერბეთს აფრთხილებს - რატკო მლადიჩის დაკრძალვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი ტესტი იქნება

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი სერბეთის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო მეთაურის, ომის დამნაშავედ მსჯავრდებული რატკო მლადიჩის დაკრძალვის ორგანიზება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ ბელგრადის მიერ მლადიჩის გარდაცვალებასა და დაკრძალვასთან დაკავშირებული პროცესის მართვა გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სერბეთის კანდიდატურას.

„რატკო მლადიჩის ნეშტის ბელგრადში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იქნება“, - განაცხადა კოსმა პარასკევს დუბლინში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, სერბეთში ამჟამად ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და მათი განვითარება შესაძლოა გავლენას ახდენდეს ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასებაზე.

კოსმა ასევე განაცხადა, რომ მლადიჩის დაკრძალვის საკითხი შეფასდება სერბეთის მიერ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის კონტექსტში. აღნიშნული მიმართულება ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

როგორც Euronews-ი აღნიშნავს, კოსმა სერბეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა მას შემდეგ, რაც მლადიჩის ნეშტი ბელგრადში სერბეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩაიტანეს და მისთვის მასშტაბური დაკრძალვისა და პატივის მიგების ღონისძიებები იგეგმება.

კოსმა განაცხადა, რომ მლადიჩის გარდაცვალების გარშემო მისი „გმირად წარმოჩენა“ ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუთავსებელია.

„რატკო მლადიჩი გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულებისთვის იყო მსჯავრდებული. მისი ნეშტის ბელგრადში დაბრუნება ევროპას ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს ახსენებს“, - განაცხადა კოსმა.

მისი თქმით, მლადიჩის გარდაცვალების გარშემო შექმნილი მისი „გმირად წარმოჩენის“ მცდელობები შეუთავსებელია იმ ღირებულებებთან, რომლებზეც სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზა უნდა იყოს დაფუძნებული.

„ჩვენი საერთო მომავლის საფუძვლად არსებული ღირებულებები არ ექვემდებარება მოლაპარაკებას“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

სერბეთის ხელისუფლებამ მლადიჩის ნეშტი ჰააგიდან ბელგრადში 3 სექტემბერს ჩაიტანა. კუბო სერბეთის დროშით იყო დაფარული და მას მლადიჩის ოჯახის წევრები და სერბეთის იუსტიციის მინისტრი ნენად ვუიჩი ახლდნენ. ნეშტი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს ექსპერტიზისთვის.

სერბეთის იუსტიციის მინისტრმა ნენად ვუიჩმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მლადიჩს სახელმწიფო პატივით დაკრძალავდნენ. თუმცა, პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დაკრძალვის ფორმას თავად მლადიჩის ოჯახი გადაწყვეტდა და ოფიციალური სახელმწიფო დაკრძალვის გეგმა ამ ეტაპზე საბოლოოდ დადასტურებული არ არის, წერს Euronews-ი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ანტონიო კოშტას თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტი არ დამტკიცდება, თუ საერთო გადასახადების შემოღებაზე შეთანხმება ვერ შედგებაBM.GE
  • ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმაფორმულა
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე  დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება

„სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება

იმედი

Euronews: ევროკავშირი ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ გაფართოების პროცესის გაგრძელებას ცდილობს

Euronews: ევროკავშირი ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ გაფართოების პროცესის გაგრძელებას ცდილობს

იმედი

ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ

ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ

იმედი

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

იმედი