მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარდაბანში ილია II-ის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გარდაბანში ილია II-ის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გარდაბანში ილია II-ის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

იმედი|imedinews.ge

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიან მოღვაწეობას მიეძღვნა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საღამოს ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეები იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური გამოფენა და წარმოდგენილი იყო საარქივო ვიდეომასალა, რომელიც პატრიარქის მოღვაწეობის ისტორიულ ეტაპებსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტთან კავშირს ასახავდა. საღამოს მუსიკალური ნაწილი ანსამბლ „ქართულ ხმებს“ დაეთმო.

მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა პატრიარქის მრავალწლიან მსახურებას და იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც უწმინდესს გარდაბნის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს. მერის განცხადებით, პატრიარქის მემკვიდრეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ერთიანობის პროცესში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი