მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარდაბანში ფერმერებთან საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფისა და სუბსიდირების მექანიზმების შესახებ შეხვედრა გაიმართა
გარდაბანში ფერმერებთან საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფისა და სუბსიდირების მექანიზმების შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარდაბანში ფერმერებთან საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფისა და სუბსიდირების მექანიზმების შესახებ შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი, მამელი ქობალია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში წყალმომხმარებლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ საირიგაციო მომსახურების განახლებული ტარიფისა და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმების შესახებ, რომლებიც ფერმერთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ადგილობრივ ფერმერებს დეტალურად განუმარტა საირიგაციო მომსახურების მიღების პროცედურები, გადახდის პირობები და წყალმომარაგების რეჟიმები. აღინიშნა, რომ ერთი მორწყვის ოპერაცია არ გულისხმობს ერთჯერად მორწყვას, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, სარწყავი წყლით ისარგებლონ ორი კვირის განმავლობაში.

ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ წყალსარგებლობის განრიგის წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ისარგებლებს სარწყავი წყლით, მას შესაბამისი ფინანსური ვალდებულება არ დაეკისრება.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, სამელიორაციო სექტორში განხორციელებული რეფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის ფართო გავრცელებას.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ