მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშკოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მოქალაქეებს ცირკული ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში, ერთ შემთხვევაში კი - კუთვნილ ქვის სამსხვრევ ობიექტზე ჰქონდათ დამონტაჟებული.

გურიასა და სამეგრელოში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია 12 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამართალდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უწყვეტად პატრულირებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში, ქვეყნის მასშტაბით 20 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ