მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტები გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტები გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტები გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანში, წილკანში, ძალისსა და ნავდარაანთკარში. მოქალაქეებმა გარემო სამშენებლო (10 კუბურ მეტრამდე), ინერტული (10 კუბურ მეტრზე მეტი) და მუნიციპალური ნარჩენებით (2 კგ-ზე მეტი) დააბინძურეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ნარჩენების მართვის ეფექტიანი კონტროლი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა უზრუნველყონ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი, მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 114 ფაქტი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი