მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. GCCA-მა ონლაინ მაღაზია „ხეირი ნახეს“, 22 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა
GCCA-მა ონლაინ მაღაზია „ხეირი ნახეს“, 22 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა

GCCA-მა ონლაინ მაღაზია „ხეირი ნახეს“, 22 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ ნიკლოზ ჩახაიას („ხეირი ნახე“), 22 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა. საქმის წარმოებაში ჩართული მომხმარებლების განცხადებებში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი საქონლის მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა.

საქმის შესწავლისას, აგრეთვე, დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულების პირობებით შეთანხმებული საქონლის მიწოდების ნაწილშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვაჭრის ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 % -ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ