მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გენადი არველაძე: შანხაი მძლავრი სატრანსპორტო ჰაბია, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ მესამე ქვეყნებიდანაც მოვიზიდოთ, 2026 წელს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით
გენადი არველაძე: შანხაი მძლავრი სატრანსპორტო ჰაბია, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ მესამე ქვეყნებიდანაც მოვიზიდოთ, 2026 წელს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით

იმედი|imedinews.ge

ავიაკომპანია China Southern-თან პეკინსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა განვიხილეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

მისი თქმით, დღეს China Southern-ი ფრენებს თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით ახორციელებს. თუმცა, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის, პეკინი-თბილისის პირდაპირი რეისების დანიშვნა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ უკვე გვქონდა ამ საკითხზე საუბარი ავიაკომპანიასთან და China Southern-ი ამ შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა, ამას შესაბამისი მონაცემები სჭირდება. ვხედავთ, რომ ჩინეთიდან ტურისტული ნაკადები მზარდია - გასულ წელს დაფიქსირებული 44%-იანი ზრდა გვაძლევს იმედს, რომ China Southern-ი ამ მიმართულებას დადებითად განიხილავს. ასევე, გვქონდა საუბარი სხვა ქალაქებიდან პირდაპირი ფრენების დაწყებაზეც, სადაც ჩვენი ქვეყნის მიმართ მაღალი ინტერესი ფიქსირდება. დამატებითი რეისები სხვადასხვა ქალაქიდან ხელს შეუწყობს ჩინელი ტურისტების კიდევ უფრო მეტად მოზიდვას. ამ მხრივ ნაყოფიერი შეხვედრები ჩატარდა და ველით, რომ მიმდინარე და მომავალ წელს მეტი სიახლე გვექნება“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

მისი შეფასებით, ტურისტული ნაკადების ზრდის კუთხით ერთ-ერთი მთავარი სიახლე შანხაი-თბილისის მიმართულების დამატებაა.

„შანხაი მძლავრი სატრანსპორტო ჰაბია, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ მესამე ქვეყნებიდანაც - მაგალითად, ახალი ზელანდიიდან, სამხრეთ კორეიდან და ავსტრალიიდან მოვიზიდოთ. შანხაის ხშირად სტუმრობენ ამ ქვეყნების მოქალაქეები და პირდაპირი ფრენების არსებობა მათთვის საქართველოს მიმართულებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.2026 წელს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით. დადებითი ტენდენცია უკვე ფიქსირდება. შანხაის ახალი მიმართულება, რომელიც უახლოეს ორ-სამ თვეში გაიხსნება, ქვეყანაში დამატებით ნაკადებს შემოიყვანს“, - აცხადებს გენადი არველაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • ჩინეთში მეწყერს 51 ადამიანი ემსხვერპლა - 10 ადამიანს კვლავ ეძებენტვ პირველი
  • ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრაBM.GE
  • ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებრუსთავი 2
  • ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებსფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი