მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გენადი არველაძე: შეიქმნება სპეციალური საინვესტიციო მექანიზმი ჩინეთთან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ორმხრივად განვიხილოთ მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩინეთი დაგვეხმარება მათ შორის მსხვილ და საშუალო კორპორაციებთან კონტაქტის დამყარების და კონკრეტულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით
გენადი არველაძე: შეიქმნება სპეციალური საინვესტიციო მექანიზმი ჩინეთთან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ორმხრივად განვიხილოთ მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩინეთი დაგვეხმარება მათ შორის მსხვილ და საშუალო კორპორაციებთან კონტაქტის დამყარების და კონკრეტულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით

იმედი|imedinews.ge

ჩინეთი მაღალ დონეზე იქნება ჩართული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, როდესაც სამთავრობო დონეზე, სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვიხილავთ და მოვიწონებთ,” - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia -ში სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის თაობაზე ჩინეთის მხარესთან მიღწეული შეთანხმება.

„ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელმოწერილი “ერთი გზა - ერთი სარტყლის” ინიციატივის ფარგლებში. მასში ასახულია ყველა კონკრეტული მიმართულება და პროექტი, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას. პეკინში შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს საგზაო რუკით განსაზღვრული მიმართულებების განხორციელება. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება და შეიქმნება სპეციალური საინვესტიციო მექანიზმი, რომლის მსგავსი ფორმატიც ჩინეთს გარკვეულ ქვეყნებთან გააჩნია. ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა ორმხრივად მოხდეს. ჩინეთი დაგვეხმარება ასეთი პროექტების განხილვაში, მათ შორის, მსხვილ და საშუალო კორპორაციებთან და კომპანიებთან კონტაქტის დამყარების და კონკრეტული პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • ჩინეთში მეწყერს 51 ადამიანი ემსხვერპლა - 10 ადამიანს კვლავ ეძებენტვ პირველი
  • ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრაBM.GE
  • ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებრუსთავი 2
  • ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებსფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი