მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანული გამოცემა Die Zeit უკრაინაში კორუფციულ სკანდალზე: ახლა უკვე თავად ზელენსკის კეთილსინდისიერებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - მერცი ამ საქმის გამო პირადად რამდენჯერმე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და მომხდარის სრული გამოაშკარავება მოსთხოვა
გერმანული გამოცემა Die Zeit უკრაინაში კორუფციულ სკანდალზე: ახლა უკვე თავად ზელენსკის კეთილსინდისიერებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - მერცი ამ საქმის გამო პირადად რამდენჯერმე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და მომხდარის სრული გამოაშკარავება მოსთხოვა

იმედი|imedinews.ge

მრავალმილიონიანმა სკანდალმა უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს კულუარებამდე შეაღწია. სულ რამდენიმე დღის წინ, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ანდრიი იერმაკს - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს მრჩეველსა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას, - წერს გერმანული გამოცემა Die Zeit-ი.

„ჰალუშჩენკოს გარდა, თანამდებობა კიდევ ერთმა მინისტრმა დაკარგა. მეტიც, ახლა უკვე თავად ზელენსკის კეთილსინდისიერებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ბერლინში არსებული წყაროების ცნობით, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამ საქმის გამო პირადად რამდენჯერმე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და მომხდარის სრული გამოაშკარავება მოსთხოვა“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ კორუფციული სკანდალის გამოძიება „გადამწყვეტი ტესტი იქნება იმისა, შეუძლია თუ არა უკრაინას ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება, აღმოაჩნდება თუ არა სამართლებრივ სახელმწიფოს იმის ძალა, რომ სძლიოს კლეპტოკრატიულ ქსელებს, რომლებიც ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოედო და მოხერხდება თუ არა მოსკოვის პროპაგანდის გაბათილება, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინა ძირგამომპალი და კორუმპირებულია“.

Transparency International-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ უკრაინა ამჟამად 104-ე ადგილს იკავებს, ხოლო რუსეთი - 157-ეს.

საქმე „მიდასი“ ფულის გათეთრებას, ფარულ ფონდებს, კარიბის აუზის ოფშორულ ანგარიშებს, კიევის ფეშენებელურ ბინებსა და შვეიცარიის ელიტურ პანსიონატს მოიცავს. ეს მინიმუმია. ჰალუშჩენკომ და სხვა სავარაუდო თანამონაწილეებმა, საერთო ჯამში, ე.წ. „ატკატების“ სახით, 112 მილიონ დოლარზე მეტი მიითვისეს. ამ ყველაფრის ეპიცენტრში კი სახელმწიფო კონგლომერატი „ენერგოატომია“, რომელიც უკრაინის ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარს აწარმოებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →სრულად →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი