მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. GFTN-ის რეგიონული აღმასრულებელი დირექტორი პატ პატელი: ბევრ მსგავსებას ვხედავთ საქართველოსა და სინგაპურს შორის, ორივე ქვეყანა დიდ რეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან, სწორედ აქ იბადება შესაძლებლობათა მთელი სპექტრი, სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად
GFTN-ის რეგიონული აღმასრულებელი დირექტორი პატ პატელი: ბევრ მსგავსებას ვხედავთ საქართველოსა და სინგაპურს შორის, ორივე ქვეყანა დიდ რეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან, სწორედ აქ იბადება შესაძლებლობათა მთელი სპექტრი, სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად

იმედი|imedinews.ge

სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად. ასევე, სინგაპურის მსგავსად, ჩვენ ვიზიდავთ ბიზნეს წრეებს, ტალანტებსა და ტექნოლოგიებს, რაც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაფუძნდნენ ახალ ადგილას და გაფართოვდნენ მთელს რეგიონში, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ამერიკის კონტინენტებზე და შუა დერეფნის რეგიონში GFTN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატ პატელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მთავარი განსახილველი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები იყო.

როგორც GFTN-ის რეგიონულმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, მნიშვნელოვანია შუა დერეფანზე ყურადღების გამახვილება, რადგან ბევრი მსგავსებაა საქართველოსა და სინგაპურს შორის.

„რამდენიმე წლის წინ დავამყარეთ პარტნიორობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით განგვეხორციელებინა „თბილისის ფინანსური სამიტი“. ყოველივე ამის მიზანია, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს დიდი ინოვაციების და ნიჭის ამბავი, რასაც საქართველოში ვხედავთ. ჩვენი მიზანია შუა დერეფანზე ყურადღების გამახვილება, რადგან ბევრ მსგავსებას ვხედავთ საქართველოსა და სინგაპურს შორის. ესენია: მოსახლეობის მცირე რიცხოვნობა, თუმცა დიდი მიზნები. ეს ორი ქვეყანა დიდ რეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან და სწორედ აქ იბადება შესაძლებლობათა მთელი სპექტრი. სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად. ასევე, სინგაპურის მსგავსად, ჩვენ ვიზიდავთ ბიზნეს წრეებს, ტალანტებსა და ტექნოლოგიებს, რაც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაფუძნდნენ ახალ ადგილას და გაფართოვდნენ მთელს რეგიონში. სწორედ ამას ვხედავთ საქართველოში. ჩვენი პროგრამით შემდეგი ღონისძიება ოქტომბერში გაიმართება და ყველას ვიწვევთ რეგიონიდან და საქართველოდან „თბილისის ფინანსურ სამიტზე“, - განაცხადა პატ პატელმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • "ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზიBM.GE
  • ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება - გივი მიქანაძე მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობაზერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
  • 1795 აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებანეტგაზეთი
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

იმედი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

იმედი