მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გია აბაშიძე: სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება კოლექტიური ნოდარ მელაძეების ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები
გია აბაშიძე: სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება კოლექტიური ნოდარ მელაძეების ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები

გია აბაშიძე: სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება კოლექტიური ნოდარ მელაძეების ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები

იმედი|imedinews.ge

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნოდარ მელაძის შაბათის ანონსში გასულ მასალას ეხმიანება და ამბობს, რომ სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება ამ ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები.

მისივე თქმით, მხოლოდ განცხადებებით სიცრუის დეზავუირება არაა საკმარისი მტრულ ძალებთან საბრძოლველად და ციტირებს პროკურატურის და შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

“სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება კოლექტიური ნოდარ მელაძეების ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ეს ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები. განცხადებებით სიცრუის დეზავუირება არაა საკმარისი მტრულ ძალებთან საბრძოლველად.

პროკურატურის განცხადება: „გავრცელდა „ტვ პირველის“ ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართა ნოდარ მელაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა“.

შსს-ს განცხადება: „ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულია ბრალდებულის სახით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“.- წერს აბაშიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამართლებრივი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • მიქელაძე: ბარამიძის დაპატიმრება არის სამართლებრივი აბსურდიფორმულა
  • "ეს არ არის სამართლებრივი პროცესი" - ირაკლი ღარიბაშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობსBM.GE
  • რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის საქმე – იურისტის განმარტებანეტგაზეთი
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
სამართლებრივი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი