მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გია ვოლსკი: საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც სხვა სახელი არ გვერქმევა, თუ არა საზარბაზნე ხორცი
გია ვოლსკი: საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც სხვა სახელი არ გვერქმევა, თუ არა საზარბაზნე ხორცი

გია ვოლსკი: საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც სხვა სახელი არ გვერქმევა, თუ არა საზარბაზნე ხორცი

იმედი|imedinews.ge

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც სხვა სახელი არ გვერქმევა, თუ არა საზარბაზნე ხორცი, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა" ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტით მანიპულირების მიზეზებსა და შედეგებზე საუბრისას.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, უკრაინა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მხოლოდ ევროკავშირის წესებსა და პირობებს მოერგება.

„ევრობიუროკრატები კარგად აფასებენ, რომ საზოგადოებისთვის არჩევანი, რომ დაისჯებით თუკი არ დაგვმორჩილდებით, საკმაოდ ნათელ პერსპექტივას ხატავს. ყველა კარტი გაიხსნა პრაქტიკულად. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც სხვა სახელი არ გვერქმევა, თუ არა საზარბაზნე ხორცი. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ასეა, რომ სისხლსა და ცრემლში ჩაძირული უკრაინა არის ამის ნათელი მაგალითი. რა ინტერესები შეიძლება ჰქონოდა უკრაინას, როცა მოლაპარაკებები მიდიოდა და რა ვითარებაში აღმოჩნდა, როცა ამ მოლაპარაკებების წარმართვა აუკრძალეს, რაც თვითონვე განუცხადეს ხალხის წინაშე", - აღნიშნა ვოლსკიმ.

დეპუტატის თქმით, ევროკავშირს არ აწყობს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, რადგან ის, რაც ამას მოჰყვება, სასწორის ბევრად უფრო მძიმე მხარეა, ვიდრე მეორე ნაწილი.

„გლობალურ ჭრილში კი, ევროკავშირს აშშ-თან არ აქვს ახლა ფიანდაზად გაფენილი სასიარულო გზა. ეს საკმაოდ სერიოზული სტრატეგიული დაპირისპირებაა გავლენების მიმართულებით. სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია. სომხეთთან გამოხატეს მხარდაჭერა, მაგრამ ამ სომხეთს გვერდით მეზობელ საქართველოს თუ მიუგდებენ საჯიჯგნად საოკუპაციო ძალას, მაშინ როცა სომხეთ-საქართველოს შორის არსებობს რაღაც ეკონომიკური ურთიერთობები და თუ დაუთმობენ საქართველოს მხოლოდ ჩინეთს და არა ჩინეთი-ევროპა-ევროკავშირს, ეს არ აწყობთ. ასე რომ ფეხის ამოკვეთა საქართველოდან ძალიან ბუნდოვანი პერსპექტივით, რომ სამაგათე მარიონეტული ხელისუფლება მოვა, მათთვის სერიოზულ პრობლემას შექმნის", - აღნიშნა ვოლსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ