მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი აბაშიშვილი: დაბალი საგადასახადო გარემო, ბიზნესისთვის მეგობრული გარემო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც აჩენს სტაბილურობის განცდას, იძლევა საშუალებას, რომ აქ, ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა მასშტაბის პროექტი
გიორგი აბაშიშვილი: დაბალი საგადასახადო გარემო, ბიზნესისთვის მეგობრული გარემო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც აჩენს სტაბილურობის განცდას, იძლევა საშუალებას, რომ აქ, ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა მასშტაბის პროექტი

გიორგი აბაშიშვილი: დაბალი საგადასახადო გარემო, ბიზნესისთვის მეგობრული გარემო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც აჩენს სტაბილურობის განცდას, იძლევა საშუალებას, რომ აქ, ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა მასშტაბის პროექტი

იმედი|imedinews.ge

დაბალი საგადასახადო გარემო, ბიზნესისთვის მეგობრული გარემო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც აჩენს სტაბილურობის განცდას, იძლევა საშუალებას, რომ აქ, ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა მასშტაბის პროექტი, - განუცხადა „იმედის კვირას“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

მან საქართველოში ეკონომიკის ზრდის ფაქტორებზე ისაუბრა.

„აქ ჩვენ ვსაუბრობთ რკინიგზის განახლებაზე, მართლაც საუკუნის პროექტზე, აქ ჩვენ ვსაუბრობთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, სადაც შეუჩერებლად მიმდინარეობს სამუშაოები; აქ ჩვენ ვსაუბრობთ ენერგოპროექტებზე და ვნახეთ ენერგეტიკული პროექტების განვითარების ტემპი, რომელიც აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასაც და მეორე მხრივ, გავლენას ახდენს საერთო, მათ შორის ევროპულ ენერგოუსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ყველა სარეიტინგო კომპანია ადასტურებს, რომ მოლოდინები მომავალში საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური პროცესების გადაცემის არის მინიმალური.

„საქართველო არ იყო დამოკიდებული ან ერთ რომელიმე ფაქტორზე, ან ერთ რომელიმე პარტნიორზე. საქართველოს დივერსიფიცირებული ეკონომიკური პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, მიუხედავად ტურბულენტური გარე ფაქტორებისა, ქვეყანამ მოახერხა ის, რომ გადმოცემის ეფექტი ნეგატიურ ჭრილში მინიმალური იყო. რა თქმა უნდა, იყო, თუმცა ეს იყო მინიმალური. ამას ადასტურებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებული კვლევები, ხელისუფლების განცხადებები, ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ყველა სარეიტინგო კომპანია, სადაც პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მოლოდინები მომავალში საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური პროცესების გადმოცემის არის მინიმალური. რატომ მინიმალური? სადმე სხვაგან გადავიდა საქართველო გეოგრაფიულად? არა! იმიტომ, რომ პოლიტიკა იწარმოა მანამდე სწორი და სწორი პოლიტიკა გრძელდება“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდაზე ფინანსთა სამინისტროს უარს პასუხობსBM.GE
  • POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულიარუსთავი 2
  • ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლადნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი