მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი აბაშიშვილი: საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთი მხრივ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და მეორე მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან
გიორგი აბაშიშვილი: საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთი მხრივ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და მეორე მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან

იმედი|imedinews.ge

საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთი მხრივ, აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და მეორე მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სტაბილური სავაჭრო მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფა და ამ კუთხით შუა დერეფანი კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს ერთის მხრივ, ევროკავშირისთვის და მეორე მხრივ, აზიისთვის.

აბაშიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც.

„ფაქტობრივად საქართველომ და აზერბაიჯანმა მათი ამ უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობის კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირეს, რომ ისინი მზად არიან ასევე უზრუნველყონ ამ რთულ ვითარებაში და ნებისმიერ დროს ევროკავშირის ენერგეტიკული, ეკონომიკური და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების კუთხით ყველა შესაბამისი მიმართულება“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა განმარტა შუა დერეფნის მნიშვნელობაც.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანთან დაკავშირებით და ტვირთების გადაადგილების ჭრილში ევროკავშირის მიმართულებით, აქ აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორობას ჩინეთთან. იმ მაღალი დონის პოლიტიკურმა ვიზიტებმა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ, როგორც ეს იყო ეკონომიკის მინისტრის და შემდგომ უკვე ახლა პარლამენტის თავმჯდომარეს, სრულიად სხვა დონეზე გადაიყვანა, სრულიად სხვა რეალობაში გადაიყვანა საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური და თანმდევი, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური თანამშრომლობა.

შუა დერეფანი, როგორც წამყვანი, დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის და ამავდროულად სტაბილური და უსაფრთხო დერეფანი, აღიარებულია ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი თუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს შუა დერეფანს და განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობს მას.

მინიმალური რჩევა, რომელიც იქნებოდა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შუა დერეფნის დაკნინებას ცდილობს, იქნებოდა ორი: პირველი, ეს იქნებოდა გლობუსის ან რუკის ცოდნა და მეორე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ასევე ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტების ერთხელ მაინც სათაურების ჭრილში მაინც გადახედვა“, - თქვა აბაშიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დღეს განისაზღვრება არა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომელსაც თუნდაც, სხვადასხვა კვლევა გვიჩვენებს, არამედ მათი ინტერესიდან გამომდინარე, დაამარცხონ, ან სერიოზული პრობლემები შეუქმნან რუსეთს საქართველოს მეშვეობით

გიორგი ვოლსკი: ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ამ სტუდიიდან უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან მოყოლებული თავის ვალდებულებების საწინააღმდეგო ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს, საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ გზაზე

გიორგი ვოლსკი კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე: ევროპული ფასეულობები და სტანდარტი არ გულისხმობს ადამიანების ფიზიკურ დაზიანებას, როგორც ვიხილეთ კადრებში

გიორგი ვოლსკი კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე: ევროპული ფასეულობები და სტანდარტი არ გულისხმობს ადამიანების ფიზიკურ დაზიანებას, როგორც ვიხილეთ კადრებში

იმედი

კონსტანტინე გამსახურდია: გავლენის აგენტები ცდილობენ საქართველოში შექმნან სამოქალაქო ომის სიტუაცია, დაპირისპირება, შექმნან ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებაში დიალოგი ვერ ხერხდება, ხდება მუდმივი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია