მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი აბუთიძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა გათვალისწინებული, შენობების განახლება შემდგომი ეტაპია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს
გიორგი აბუთიძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა გათვალისწინებული, შენობების განახლება შემდგომი ეტაპია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს

იმედი|imedinews.ge

ბევრი ობიექტია ნამდვილად რუსთაველის გამზირზე და ყველა გაფრთხილებულია, გამგეობის თანამშრომლების მიერ ინფორმირებულია, რომ იწყება გამზირის რეაბილიტაცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.

მისივე თქმით, ფეხით მისასვლელი ყველგან დარჩება.

„რა თქმა უნდა, ხმაური, ცოტა მტვერი შეაწუხებს მოსახლეობასაც და თვითონ კომერციული ობიექტების მფლობელებსაც, თუმცა ამხელა პროექტი სხვანაირად ვერ გამოვა. ბოდიში გვინდა მოსახლეობას მოვუხადოთ, დისკომფორტი იქნება ეს ოთხი თვე, თუმცა საბოლოოდ ალბათ ყველა კმაყოფილი იქნება. ეს ოთხი თვე ყველამ უნდა გავიჭირვოთ ცოტ-ცოტა, რათა შედეგი დაიდოს და რუსთაველის გამზირი კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს მომავალში.

წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა გათვალისწინებული, შენობების განახლება შემდგომი ეტაპია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული შენობების ავთენტურობა. ზოგიერთ შენობას გამაგრება სჭირდება, ზოგს ფასადების შეკეთება და ამ მიმართულებით განხორციელდება შემდგომ ეტაპზე სამუშაოები“, - აღნიშნა გიორგი აბუთიძემ.

რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • თბილისში უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავესფორმულა
  • თბილისში არასრულწლოვნები ცივი იარაღით ტაქსის მძღოლს დაესხნენ თავს და თანხა გასტაცეს - შსსBM.GE
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

იმედი

ანა წითლიძე: ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე, აბსოლუტურად ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები - ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ეგ იყო, „მთავარის“ დირექტორი რომ იყო

„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

იმედი