მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გაბუნია: არ შეიძლება საქართველო განიხილებოდეს ისე, როგორც კოლონია და გუბერნია. ის არის შემდგარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანია საქართველოსთან დიალოგი თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე
გიორგი გაბუნია: არ შეიძლება საქართველო განიხილებოდეს ისე, როგორც კოლონია და გუბერნია. ის არის შემდგარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანია საქართველოსთან დიალოგი თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე

იმედი|imedinews.ge

საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, თავად ევრო ბიუროკრატიის ინიციატივით არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგის, დისკუსიის არანაირი პლატფორმა ამ ეტაპზე. თუმცა ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პრინციპები და ღირებულებები. ის პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვეძახით ევროპულს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ პრემიერის ღია წერილზე საუბრისას.

მისივე თქმით, არ შეიძლება საქართველო განიხილებოდეს ისე, როგორც კოლონია და გუბერნია. ის არის შემდგარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანია საქართველოსთან დიალოგი თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე.

„ჩვენ მუდმივად ვამბობდით, ვამბობთ და მომავალშიც ვიტყვით, რომ არ შეიძლება საქართველო განიხილებოდეს ისე, როგორც კოლონია და გუბერნია. ის არის შემდგარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანია საქართველოსთან დიალოგი თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე.

როდესაც წლების განმავლობაში ცდილობ უხეშად ჩაერიო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, როდესაც ცდილობ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაში გქონდეს შენი მმართველობითი ხელი. საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებდა კანონს, რომ არ ყოფილიყო ჩართული არასამთავრობო სექტორი. ისე იყო მოწყობილი კანონმდებლობა, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გარეშე ქვეყანა კანონს ვერ იღებდა.

ჩვენ პრინციპულ, პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გათავისუფლებულიყო ამ ჩრდილოვანი მმართველობის მარწუხებისგან და გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ამას მოჰყვა წინააღმდეგობა“, - აღნიშნა გაბუნიამ.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ როდესაც საქართველო ცდილობს იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს არის ის მნიშვნელოვანი ევროპული პრინციპი, რომელიც უნდა მიიღოს ევრო ბიუროკრატიამ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრაგმატული პოლიტიკა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში გაიმარჯვოს გონიერმა, რაციონალურმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ. თუ ამ პოლიტიკურ ძალებში, რომლებიც დღეს რეალურად მართავენ ევროკავშირს, გაიმარჯვებს პრაგმატული პოლიტიკა, მე გარწმუნებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი.

ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთმომგებიან, ურთიერთსარგებლიან პრინციპებზე. როგორც კი ეს პრინციპები გაიმარჯვებს ევროკავშირში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის იქნება შესაძლებელი სრულფასოვანი ურთიერთობა“, - განმარტა გიორგი გაბუნიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ