მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გაბუნია პეტერ ფიშერზე: ერთი რამ მინდა მას ვუთხრა, რომელიც დღეს ასრულებს თავისი უფროსების დავალებებს, „დიფ სთეითი“ პირველ რიგში, უნდა ეძებოს თავის ქვეყანაში
გიორგი გაბუნია პეტერ ფიშერზე: ერთი რამ მინდა მას ვუთხრა, რომელიც დღეს ასრულებს თავისი უფროსების დავალებებს, „დიფ სთეითი“ პირველ რიგში, უნდა ეძებოს თავის ქვეყანაში

გიორგი გაბუნია პეტერ ფიშერზე: ერთი რამ მინდა მას ვუთხრა, რომელიც დღეს ასრულებს თავისი უფროსების დავალებებს, „დიფ სთეითი“ პირველ რიგში, უნდა ეძებოს თავის ქვეყანაში

იმედი|imedinews.ge

ერთი რამ მინდა მას ვუთხრა, რომელიც დღეს ასრულებს თავისი უფროსების დავალებებს, „დიფ სთეითი“ პირველ რიგში, უნდა ეძებოს თავის ქვეყანაში, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ გერმანიის ელჩზე საუბრისას.

მისივე თქმით, ფიშერი აბსოლუტურად უფუნქციო და პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანია.

„წლების განმავლობაში ერეოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში, პოლიტიკურ ცხოვრებაში და იჭერდა კონკრეტულ პოზიციას - რადიკალების მხარეს, რამაც ფაქტობრივად, ფიშერი, დიპლომატი გამოიყვანა წყობიდან და დღეს ჩვენ ასეთი დიდი სახელმწიფოს წარმომადგენლის სახით გვყავს აბსოლუტურად უფუნქციო და პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანი.

ეს ადამიანი, რომელიც დღეს ჩვენ ირონიულად გვესაუბრება და თითქოს, „დიფ სთეითს“ პოულობს-ვერ პოულობს, ერთი რამ მინდა მას ვუთხრა, რომელიც დღეს ასრულებს თავისი უფროსების დავალებებს, „დიფ სთეითი“ პირველ რიგში, უნდა ეძებოს თავის ქვეყანაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

„ქართული ოცნება“ გერმანიის ელჩს „დიფ სთეითის“ საკითხით მანიპულირებაში ამხელს - მმართველ ძალაში მიიჩნევენ, რომ პეტერ ფიშერი თავისი ცინიზმით შეერთებულ შტატებსა და იმ ქვეყნების ლიდერებს დასცინის, რომლებიც ამ თემაზე დიდი ხანია, ლაპარაკობენ. გერმანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ თითქოს, „დიფ სთეითი“ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოგონილი კონსპირაციაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ