მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გაბუნია: საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე. სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატია დაცლილია პრაგმატიზმისგან, ლოგიკურობისა და თანმიმდევრობისგან
გიორგი გაბუნია: საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე. სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატია დაცლილია პრაგმატიზმისგან, ლოგიკურობისა და თანმიმდევრობისგან

იმედი|imedinews.ge

ის, რომ საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, ეს იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე. სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატია დაცლილია პრაგმატიზმისგან, ლოგიკურობისა და თანმიმდევრობისგან, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობს ევროკომისიის მესვეურთა ლექსიკონში მოხშირებულ აქცენტზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთის მნიშვნელოვან როლზე, რომ განცხადებებში თითქოს გამოტოვებულია საქართველო, რაც ქართულ ოპოზიციას უმყარებს არგუმენტს ამტკიცონ, რომ საქართველომ დაკარგა თავისი როლი.

„ის, რომ საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, ეს იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე. სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატია დაცლილია პრაგმატიზმისგან, ლოგიკურობისა და თანმიმდევრობისგან. დღეს მსოფლიო ენერგოკრიზისის წინაშეა, ახალ გზებს ეძებს, ენერგომატარებლებისთვის ახალ მარშრუტებს. სწორედ სამხრეთ კავკასია არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი, წყნარი ადგილი. მინდა ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ ძმებს ვუსურვო წარმატება. სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო მშვიდი და წარმატებული იქნება, მაგრამ საქართველოს გარეშე სტრატეგიულ კავშირებზე საუბარი ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი გაბუტულ რეჟიმში ამ კონტექსტში საქართველოს არ ახსენებს, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირი მოწყვეტილია რეალობას. ეკონომიკური შედეგები, რომელიც მწვავედ დგას ევროკავშირში, სწორედ ამ მცდარი პოლიტიკის შედეგია“, - აღნიშნა გაბუნიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი