მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა
გიორგი გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა

გიორგი გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა

იმედი|imedinews.ge

არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო დაკომპლექტდა სპეციალიზებული პროკურორებით, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებენ მხოლოდ ამ საქმეებზე.

მისივე განმარტებით, სპეციალიზებული პროკურორები იმ არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, უპირატესობას სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმებს ანიჭებდნენ, რომელიც 905 ბრალდებულზე გავრცელდა.

„საჯარო ინტერესის პარალელურად, პროკურატურის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ბავშვის მხარდაჭერა რთული ქცევის დაძლევაში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა ცხოვრება ნასამართლობის გარეშე განაგრძოს. 2025 წელს, გასული წლების მსგავსად, განრიდება ძირითადად გამოყენებულია ქურდობის ჩამდენი 377 (65%) არასრულწლოვანის მიმართ. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის გამოყენებას, 2025 წელს არასრულწლოვანთა მიმართ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებების საერთო რაოდენობიდან პატიმრობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 31,8% შეადგინა (განრიდებული პირების რაოდენობის გათვალისწინებით კი მონაცემი 9,8%-ია), პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი კი - 25,1%. საქმეთა საერთო რაოდენობაში 13,1%-ს შეადგენს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ჯამური მაჩვენებელი“ - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი