მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჯინჭარაძე სამგორის რაიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა
გიორგი ჯინჭარაძე სამგორის რაიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე სამგორის რაიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამგორის რაიონში, კუპრაძის ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

„მთავრობის თავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად, ჩასახლებაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და დევნილ მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, ასევე, ჩასახლებაში არსებულ საჭიროებებს გაეცნენ და დევნილებისგან საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025-2026 წლებში სხვადასხვა სამუშაოები განხორციელდა. ჩატარდა კორპუსის გაზიფიცირება, ლიფტის განახლება, მოპირკეთდა ფასადები და გადაიხურა სახურავი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი