მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კახიანი: მომავალ არჩევნებში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა იცოდნენ, რომ პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და არ შეიქმნან ე.წ. აღქმები და ილუზიები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და უნდა მოახდინონ ბოიკოტირება
გიორგი კახიანი: მომავალ არჩევნებში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა იცოდნენ, რომ პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და არ შეიქმნან ე.წ. აღქმები და ილუზიები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და უნდა მოახდინონ ბოიკოტირება

იმედი|imedinews.ge

2020 წლის არჩევნებზეც იგივე სურათი იყო. მაშინაც ერთი წლის განმავლობაში ახდენდნენ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, სანამ ოპოზიციამ ქვეყნის გარედან არ მიიღო დავალება პარლამენტში შესვლაზე, იქამდე არ შევიდა.

„განსხვავებით 2020 წლის მოვლენებისგან, 2024 წელს მოხდა ის, რომ მათ მოითხოვეს თავისი უფლებამოსილების შეწყვეტა და პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე არ გამოვრიცხავ, რომ მაშინ, როდესაც ამ განაცხადს აკეთებდნენ, შესაძლოა ამის მოლოდინი არ ჰქონდათ, რადგან 2020-ში ცოტა განსხვავებული სურათი იყო. მათ დღეს ნახეს, რომ ხელისუფლება არის ძალიან მყარი თავის პოზიციებში და იმ პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. მიიღეს მათ თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილება, დღეს აღმოჩნდნენ ასეთ მარგინალურ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფებიან.

მომავალ არჩევნებში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა იცოდნენ, რომ პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და არ შეიქმნან ე.წ. აღქმები და ილუზიები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და უნდა მოახდინონ ბოიკოტირება, რომელშიც მათ ხელს უწყობდა გარე ძალა. ასეთ სცენარებს თუ როდისმე უმუშავია სხვაგან, საქართველოში ვერ იმუშავებს. ერთი მხრივ მათთვის ასეთი გაკვეთილი სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც უნდა იყოს ძალიან კარგი გაკვეთილი იმისა, რომ პატივი უნდა სცენ დემოკრატიულ პროცესებს და მოსახლეობის არჩევანს“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი