მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კახიანი რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოვიდნენ საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან
გიორგი კახიანი რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოვიდნენ საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან

გიორგი კახიანი რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოვიდნენ საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან

იმედი|imedinews.ge

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოვიდნენ საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ანალოგიურ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ყოველთვის მივუერთდებით საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ ამაზე გვაკრიტიკებდნენ და რას არ გვეძახდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო სწორი, რადგან სანქციების გათვალისწინება გამოიწვევდა ქართული ეკონომიკის მოშლას.

„დღეს ჩანს, რომ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო სწორი, რადგან ჩვენ რომ მაშინ ის სანქციები გაგვეთვალისწინებინა, ეს გამოიწვევდა ქართული ეკონომიკის მოშლას“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტი.

ბრიტანეთის საელჩოს „ქრონიკამ“ კითხვით მიმართა, რამდენად თანმიმდევრულია ოფიციალური ლონდონის პოლიტიკა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქცირებულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე გენერალური სავაჭრო ლიცენზია გასცა. ქვეყანაში იმ აკრძალული საქონლის იმპორტი დაიშვება, რომელიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან არის დამუშავებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინაBM.GE
  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • აშშ-მა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა, ნავთობის ფასები გაიზარდაფორმულა
  • რუსეთის ქალაქებში ნავთობის საწყობებზე, ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდატვ პირველი
ნავთობის →რუსული →

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი