მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ქართველიშვილი: დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას!
გიორგი ქართველიშვილი: დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას!

იმედი|imedinews.ge

სწორედ ამიტომ, დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას! ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - განაცხადა MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, გამართულ პრესკონფერენციაზე.

ქართველიშვილის განცხადებით, ახალი მოძრაობა იქნება ძალიან აქტიური, მაქსიმალურად კონსტრუქციული და რაც მთავარია, ისინი მზად არიან პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ ყველა ქმედებაზე.

„გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური და სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუკი ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით, მზად ვართ თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ!“- განაცხადა ქართველიშვილმა.

ქართველიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ონისე ოქრიაშვილმა და მასთან ერთად სცენაზე მყოფმა ადამიანებმა ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს და თუ ისინი ვერ იაზრებენ, რომ კვეთენ წითელ ხაზებს ქართველი ერის ღირსების შემლახავ თითოეულ ქმედებაზე მოეთხოვებათ პასუხი ახალი მოძრაობისგან.

„ახლა რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ კონკრეტულ მოვლენებს, რომელიც აქტიურ განხილვის საგნად იქცა. როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო ერთადერთი ფაქტი, როდესაც ონისე ოქრიაშვილი ჩვენს რელიგიაზე, სამაგალითო ქართველ მოღვაწეზე ან ქართველებისთვის ხელშეუხებელ საკითხებზე შეურაცხმყოფელი ფორმით ხუმრობს. მიგვაჩნია, რომ არამხოლოდ იმ ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს იუმორისტს უწოდებს, არამედ მათაც, რომლებიც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მასთან ერთად სხედან და ხალისობენ, ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ! ამავდროულად, მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება, თუკი დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას და მიმართავენ პროკურატურას, რომ აღნიშნულმა უწყებამ ნიკო ხურცილავას პატიმრობა არ მოითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მათ ნაბიჯებზე საზოგადოების რეაქციის დანახვის შემდეგაც ვერ ახერხებენ გაიაზრონ, რომ წითელ ხაზებს კვეთენ, ქართველ ერის ღირსების შემლახავ თითოეული ქმედებისა და კომენტარის გამო მოვითხოვთ პასუხს. ვიმეორებ, შევეცდებით ეს ყველაფერი ნორმისა და კანონის ფარგლებში გავაკეთოთ, თუმცა, თუკი შესაბამისი გარემოპირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება! ჩვენი დედა ეკლესიის, ტრადიციებისა და წინაპრების შეურაცხყოფას არავის შევარჩენთ. ვპირდებით ყველას, რომ იმ ღირებულებისა და ფასეულობების დაკნინების თუ გაუფასურების ნებისმიერ მცდელობასთან, რომელსაც ჩვენი ერი ეყრდნობა, შეურიგებლები ვიქნებით და თითოეულ მსგავს გამოვლინებაზე სათანადო, პროპორციული რეაგირება გვექნება!“ - აცხადებს გიორგი ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იწყება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • „ლოპოტა“ ღონისძიებების დარბაზის მშენებლობას იწყებს - ინვესტიცია $6.5 მილიონიაBM.GE
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
  • კორეაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი იწყებარუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებსფორმულა
იწყება →ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს

ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“,  რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს