მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი შონია: მულტიფუნქციური კომპლექსები და ახალი სპორტული ობიექტები არის მომავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ამ პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას
გიორგი შონია: მულტიფუნქციური კომპლექსები და ახალი სპორტული ობიექტები არის მომავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ამ პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სპორტის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. სამუშაო მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსების პროექტირებას და მშენებლობას, რაგბის არსებული სტადიონების რეაბილიტაციას და ახალი ტექნიკური ცენტრების მშენებლობას, ასევე, უეფას სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის სტადიონების და ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 40 მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელთაგან 11 უკვე დაწყებულია. მათ შორისაა ქუთაისის ახალი სპორტის სასახლე, თელავისა და სენაკის საცურაო აუზები, ასევე ხაშურის, გურჯაანის, წნორის, ბაღდათის, ოზურგეთის, გორის, ქობულეთისა და ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები.

გიორგი შონიას განცხადებით, ფონდი ფეხბურთის ფედერაციასთან აქტიური თანამშრომლობით გეგმავს 55 სავარჯიშო და ტექნიკური ცენტრის მშენებლობას, საიდანაც 31 უკვე პროექტირების პროცესშია. თითოეული ცენტრი მოიცავს ხელოვნურსაფარიან სტადიონს, 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, გასახდელებს, საშხაპეებს, მსაჯების ოთახებს და ტექნიკურ სივრცეებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 12 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაცია უეფას სტანდარტების შესაბამისად. მათგან 10 უკვე პროექტირების ეტაპზეა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, რაგბის მიმართულებით დაგეგმილია 18 ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, საიდანაც 12 უკვე მიმდინარეობს. გარდა ამისა, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფონდი ახორციელებს 3 სპორტული კომპლექსის, ჯამში 5 მოედნის რეაბილიტაციას ესენია თბილისში – ავჭალის და შევარდენის სტადიონები, ხოლო ქუთაისში „აიას“ კომპლექსში შემავალი სამი სტადიონი.

„მულტიფუნქციური კომპლექსები და ახალი სპორტული ობიექტები არის მომავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც სპორტის სამინისტროსთან და სპორტულ ფედერაციებთან, ისე ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან. აღნიშნული პროექტების განხორციელება, სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობასთან ერთად, ხელს შეუწყობს რეგიონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, – განაცხადა გიორგი შონიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ